გიბრალტარმა ზედიზედ მეორე ოფიციალური მატჩი მოიგო
გიბრალტარმა ზედიზედ მეორე ოფიციალური მატჩი მოიგო

უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურებში გიბრალტარის ნაკრებმა სამი პირადი რეკორდი დაამყარა: პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო, ზედიზედ ორი ოფიციალური მატჩი მოიგო და ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

ნავსი მიკროსახელმწიფოს ეროვნული გუნდის წევრებმა რამდენიმე დღის წინ სომხეთში გატეხეს, როდესაც ერევანში ჩასულებმა მასპინძელთა ნაკრები 0-1 დაამარცხეს, ახლა კი ლიხტენშტეინს აჯობეს და სატურნირო ცხრილში 6 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან.

საინტერესი ისიცაა, რომ გიბრატლატერელებმა პირველებმა მიიღეს გოლი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მატჩის შემოტრიალება. გოლები ჯორჯ კაბრერამ და ჯოზეფ ჩიპოლინამ გაიტანეს, ლიხტენშტეინის მხრიდან კი თავი დენის სალანოვიჩმა გამოიჩინა.

ერთა ლიგის D4 ჯგუფში 9 ქულით მაკედონია ლიდერობს, მეორე ადგილზე, 6 ქულით, სომხეთია, მესამეზე – გიბრალტარი, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს.