გიბრალტარის ნაკრებს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე დააკლდა #1TVSPORT
გიბრალტარის ნაკრებს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე დააკლდა #1TVSPORT

გიბრალტარის მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა სანაკრებო სია დაასახელა და გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის მომავალი მატჩებისთვის შეკრიბა, რომლებიც ივნისში გაიმართება.

გიბრალტარი ახალ გათამაშებას C4 ლიგაში, 2 ივნისს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, ასევე შეხვდება ბულგარეთის (5 ივნისი, სახლი) და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ჯერ სახლში (8 ივნისი), შემდეგ კი გასვლაზე (12 ივნისი).

ხულიო რიბასმა დაასახელა ჩვეულებრივზე დიდი შემადგენლობა, საიდანაც შეირჩევა 23-კაციანი შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ გუნდს საქართველოს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ჯეის ოლივერო, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

ჯეის ოლივერო 23 წლისაა, მაგრამ უკვე 30-ჯერ მოირგო ნაკრების ფორმა. ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ინგლისის რანგით მე-10 ლიგის კლუბ „აბინგდონ იუნაიტედში“, 2019 წლიდან გიბრალტარის „ევროპაში“ გადავიდა.

ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი იმითაა ცნობილი, რომ გიბრალტარის ნაკრებში პირველად 16 წლის ასაკში მიიწვიეს, ხოლო დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. 2018 წელს გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წვერია და ნაკრებში უკვე 39 მატჩი ჩაატარა.