გიბრალტარი-საქართველოს იტალიელი განსჯის
გიბრალტარი-საქართველოს იტალიელი განსჯის

გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე უეფა-მ მსაჯები დანიშნა. ცნობილი გახდა, რომ ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩს იტალიელთა ბრიგადა მოემსახურება.

ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში „ჯვაროსნების“ მატჩის მთავარი არბიტრი 45 წლის პაოლო ვალერი იქნება. მას ხაზის არბიტრების (ლაინსმენების) რანგში ალესანდრო ჯალეტინი და სტეფანო ალასიო დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯად კი მაურიციო მარიანი იმუშავებს.

პაოლო ვალერი 45 წლისაა. 2010 წელს იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა არბიტრად აღიარეს, ფიფა-ს მსაჯის სტატუსი კი ერთ წელში მიიღო და მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა განსაჯა. 2018 წელს რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვალერი ვიდეორეფერების ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობდა, წლის ბოლოს კი იტალიის საუკეთესო მსაჯად აღიარეს.

გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.