გიანის საკუთარ ყველა ვარსკვლავის გუნდში ჯოელ ემბიდის და რას ვესტბრუკის ხილვა სურს
ყველა ვარსკვლავის მატჩის წლევანდელი სასტარტო ხუთეულის ათივე კალათბურთელის ვინაობა ცნობილია.
ისიც გაირკვა, რომ გუნდებს ლებრონ ჯეიმსი და გიანის ანტეტოკუნმპო უკაპიტნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს ორი კალათბურთელი აირჩევს მისთვის სასურველ თანაგუნდელს. საბოლოო გაფართოებული შემადგენლობები 31 იანვარს გაირკვევა, მანამდე კი NBA-ს მოთამაშეებს ჟურნალისტები მოსვენების საშუალებას არ აძლევენ.
Giannis says if he can pick Russell Westbrook and Joel Embiid he wil because he’s a lover not a fighter 😂 pic.twitter.com/TvIv64NM65
— MyNBAUpdate (@MyNBAUpdate) January 25, 2019
„მიულუოკის“ ლიდერს და ერთ-ერთი ყველა ვარსკვლავის გუნდის კაპიტანს ჰკითხეს თუ ვის ისურვებდა ის საკუთარ გუნდში. ბერძენმა ვარსკვლავმა „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი და „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ ვესტბრუკი დაასახელა.