გია ვოლსკი – ვინმეს ბიუჯეტის პროექტზე საკრიტიკო ან უკეთესი წინადადებები თუ აქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ დესტრუქციული შემოტევების გარდა, ვერაფერს ვხედავთ

12:40, 29.12.2020

ვინმეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საკრიტიკო ან უფრო უკეთესი წინადადებები თუ აქვს, მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დესტრუქციული შემოტევების გარდა, ვერაფერს ვხედავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წინ რთული პერიოდი იქნება.

„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია ორ მთავარ ამოცანაზე – ერთი მხრივ, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართულებით მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ და მეორე მხრივ, ეკონომიკა გადავარჩინოთ.

როცა საშუალება იქნება, რომ პანდემიისგან გავთავისუფლდეთ, განახლება და აღორძინება გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი