გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ვინმე გარიგებაში შევიდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შეცვალოს პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია
გია ვოლსკი - ვერ წარმომიდგენია, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ვინმე გარიგებაში შევიდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შეცვალოს პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებული იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რაც მოხდა პირველ კენჭისყრაზე, ის უნდა მოხდეს მეორე მოსმენით განხილვისას.

„ვერ წარმომიდგენია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ან ფრაქციებიდან ვინმე გამოჩნდეს ისეთი, რომელიც რაღაც გარიგებაში შევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ახალ ქვედანაყოფებთან და შეიცვლის პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებულ პოზიციას.

ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ არ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გავიმეორებთ იმ შედეგს, რაც იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.