გია ვოლსკი - უსუფაშვილი თავმჯდომარეობიდან პოლიტიკურ დონეზე როგორც კი ჩამოვიდა, ავტორიტეტი და წონაც დაკარგა
გია ვოლსკი - უსუფაშვილი თავმჯდომარეობიდან პოლიტიკურ დონეზე როგორც კი ჩამოვიდა, ავტორიტეტი და წონაც დაკარგა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ ამის შემდეგ მისი ავტორიტეტი და წონა დაიკარგა. ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას დავით უსუფაშვილისა და „ლელოს“ შესაძლო პოლიტიკური გაერთიანების თაობაზე.

„მაგათი რეიტინგი არ დამითვლია. უსუფაშვილს ყოველთვის ვაქებდი, ჭკვიანი ადამიანია, კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი თავმჯდომარეობიდან პოლიტიკურ დონეზე ჩამოვიდა, მისი ავტორიტეტიც და წონაც დაიკარგა. ამის მიუხედავად, ისეთი ინტელექტუალური ძალები, როგორიც თუნდაც უსუფაშვილია, პოლიტიკურ სპექტრსა და ასპარეზს სჭირდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.