გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა

პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განუცხადა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო. გია ვოლსკის განცხადებით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ბურჭულაძე მოღვაწეობს, როგორც ხელოვნების სფეროში, ასევე ქართულ პოლიტიკაში.

„პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს არ შეცვლილა. იგი რასაკვირველია იყო ყოველთვის რუსული ნომენკლატურა, თუმცა ვთქვათ კულტურის სფეროში, კიდევ სხვა სფეროში ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ნაწილი რუსული კულტურის. კულტურაში რასაკვირველია ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი