გია ვოლსკი - გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით, რაც ჩვენს მეგობარ ამერიკელ კონგრესმენებს აქვთ
გია ვოლსკი - გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით, რაც ჩვენს მეგობარ ამერიკელ კონგრესმენებს აქვთ

საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებითა და ინფორმაციით, რაც ჩვენს მეგობარ კონგრესმენებს აქვთ, თუნდაც, 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ძალიან კმაყოფილია იმით, რომ აშშ-ს მიერ სასამართლო რეფორმა ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა.

„ამაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. ვფიქრობ, 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა არა მხოლოდ წერილობით, არამედ ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ, ჩვენი კოლეგები ვაშინგტონში ყოფნისას შეძლებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერისადმი წერილს, რომელიც 13 დეკემბრითაა დათარიღებული, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ადამ კინზინგერი და ჯერალდ ქონელი აწერენ ხელს. „ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით, რაც უკავშირდება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და მიიღებენ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს“, – აღნიშნულია წერილში.

დატოვე კომენტარი