გია ვოლსკი - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის მიზანმიმართული დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებენ
გია ვოლსკი - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის მიზანმიმართული დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებენ

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში არის მიზანმიმართული, გეგმაზომიერი დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც არიან ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში მხოლოდ შეცდომებისა და არასწორი ინფორმაციის კასკადი არ არის.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით მაქვს კრიტიკული შეფასება, თუმცა უფრო სიღრმისეული განხილვა გვიჩვენებს, რომ ეს არ არის მარტო შეცდომების და არასწორი ინფორმაციის მთელი კასკადი. ეს არის გარკვეული მიზანმიმართული, გეგმაზომიერი დარტყმა ხელისუფლებაზე, კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც არიან ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხსენება სწორედ ამ კუთხით უნდა იქნას განხილული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი