გია ვოლსკი - ალექსანდრე ერქვანიამ საოცარი განცხადება გააკეთა
გია ვოლსკი - ალექსანდრე ერქვანიამ საოცარი განცხადება გააკეთა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ერქვანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან გუშინ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„საოცარი განცხადება გააკეთა. ვარ ქრისტიანი, მყავს მოძღვარი, ჩვენი უმრავლესობის უმრავლესობა ასეა განწყობილი და არასოდეს გვქონია რაიმე სახის გაუგებრობა ეკლესიასთან, მათ შორის არც ერთ კონფესიასთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია. „ვერ გააცნობიერა, რა როლი აკისრია ეკლესიას ქვეყნის აღმშენებლობაში, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე, ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობაა. ამიტომაც ვტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე“, – განაცხადა ერქვანიამ.