გია ვოლსკი- ადამიანების წამება ვნახეთ, მაგრამ არ შეიძლება ამის საპირისპიროდ კანონისთვის შეუსაბამო ლოიალობა აჩვენო
გია ვოლსკი- ადამიანების წამება ვნახეთ, მაგრამ არ შეიძლება ამის საპირისპიროდ კანონისთვის შეუსაბამო ლოიალობა აჩვენო

 

ჩვენი პრინციპია ჰუმანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როგორი პოლიტიკური ხედვაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ კოაბიტაციაზე დასმული შეკითხვის პასუხად, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამნაშავის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაც არასწორია და მმართველ გუნდს შესაძლოა, მეტი სიმკაცრე უნდა გამოეჩინა.

„ჰუმანურობის პრინციპს არასდროს გადავუხვევთ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა შვილებმა ერთად უნდა იარონ სკოლებში, უმაღლესებში, ერთი ქვეყანა უნდა ააშენონ. მაგრამ რეალურად, დამნაშავის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არის არასწორი და ვითარებიდან გამდინარე, შესაძლოა, გაცილებით მეტი სიმკაცრე გვმართებდა. როგორც ჩანს, სამართლებრივ საკითხებში უფრო მეტი აქტიურობა მართებს ნებისმიერ ხელისუფლებას. უსამართლოდ ადამიანების წამება უკვე ვნახეთ, მაგრამ არ შეიძლება ამის საპირისპიროდ ლოიალობის ის ხარისხი აჩვენო, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კანონს არ შეესაბამება“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.