გია გრიგალავას გუნდმა ცსკა დაამარცხა
გია გრიგალავას გუნდმა ცსკა დაამარცხა

რუსეთში სეზონის განახლებამდე გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს მართავენ – საქართველოს ნაკრების მცველის, გია გრიგალავას გუნდი ტულის „არსენალი“ მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და დაამარცხა.

თამაში „ვებ-არენაზე“ გაიმართა და მაყურებლისთვის დახურული იყო.  რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს აჯობეს და ანგარიშით 3:2 მოიგეს.

20 ივნისს, „არსენალი” მორიგ საკონტროლო შეხვედრას ტულას საშინაო სტადიონზე მოსკოვის „სპარტაკთან“ გამართავს.