გია გრიგალავა ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
გია გრიგალავა ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

გია გრიგალავა რუსეთის პრემირლიგის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებში ნათამაშევ მცველს კარგი გამოსვლა ჰუსკორდმა (WhoScored) დაუფასა.

მე-18 ტურში ტულის არსენალმა მოსკოვის ცსკა-სთან საშინაო შეხვედრა შინ ვერ გამართა, რადგან ამის წინააღმდეგ მოსკოველები წავიდნენ და მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, გროზნოში შედგა. ამის მიუხედავად, არსენალმა რუსული არმიის გუნდი და რუსეთის ვიცე-ჩემპიონი 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, საერთაშორისო სტატისტიკურმა გვერდმა ჰუსკორდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში არსენალის სამი მოთამაშე დაასახელა, რომელთა შორისაც ყველაზე მაღალი შეფასება გრიგალავას ჰქონდა – 7,9 ქულა (10-ბალიან სისტემაში).