გია გრიგალავა საკუთარ და სხვის არჩევანზე - კვირკველიას კაპელო იწვევდა, მან კი საქართველოს ნაკრები ამჯობინა
გია გრიგალავა საკუთარ და სხვის არჩევანზე - კვირკველიას კაპელო იწვევდა, მან კი საქართველოს ნაკრები ამჯობინა

გია გრიგალავამ რუსულმა გამოცემა „სპორტ24“-თან ვრცელ ინტერვიუში ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს.

გრიგალავა მარტვილელია და სპორტულ ოჯახში გაიზარდა – მამამისი ალექსანდრე გრიგალავა მორაგბე იყო და ქუთაისის „აიას“ შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამჯერ გახდა. გია 11 წლიდან რუსეთში გადავიდა და ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2011 წელს რუსულმა გამოცემა „სპორტ-ეკსპრესმა“ ქართველი მცველი იმ 40 ტალანტს შორის დაასახელეს, რომელთაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეთამაშათ. მაგრამ გიამ ისტორიული სამშობლოს სახელით გამოსვლა ამჯობინა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რის გამო არაერთი პრობლემა შეექმნა.

ჟურნალისტმა მას საბა კვირკველიაზე ჰკითხა, რომელსაც რუსეთის ნაკრებში ფაბიო კაპელო იწვევდა.

„საბას რუსეთის ნაკრებში თამაშის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც ნაღდმა ქართველმა საქართველო ამჯობინა. ჯიქია რუსეთის ნაკრებში კი თამაშობს, თუმცა მისი გადარწმუნება არასოდეს მიცდია! ეს თემა არაერთხელ წამოწეულა. ვფიქრობ, ჯიქიასთვის ეს არჩევანი იოლი იყო. ის რუსეთში დაიბადა, გაიზარდა და მისი კარიერისთვისაც ეს უკეთესი გადაწყვეტილება იყო. თანაც, საქართველოს ნაკრები რომ აერჩია, ლეგიონერი გახდებოდა.

მე სხვა გზა ავირჩიე. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. საქართველოს ახალგაზრდულში გადასვლაზე უარი ვთქვი. მაგრამ როდესაც მიწვევა მთავარი ნაკრებიდან დამიკავშირდნენ, ყველაფერი უცბად გადავწყვიტე“, – ამბობს გრიგალავა.

შეგახსენებთ, რომ გია გრიგალავამ ახლახანს ტულის „არსენალთან“ კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა – 29 წლის ქართველი მცველი „არსენალში“ 2017 წელს გადავიდა და მის ერთ-ერთი ლიდერად ჩამოყალიბდა.

დატოვე კომენტარი