გია გეგუჩაძეს კუთვნილი პრიზი გადასცეს - ბათუმის სტადიონზე სასწაული გარემოა #1TVSPORT
გია გეგუჩაძეს კუთვნილი პრიზი გადასცეს - ბათუმის სტადიონზე სასწაული გარემოა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ კონკურენტი გორის „დილა“ დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და გათამაშებას 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

მატჩის დაწყებამდე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლები დააჯილდოვა – პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე და საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შეხვედრას „აჭარაბეთ არენაზე“ დაახლოებით 17-18 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი.

„ალბათ, კმაყოფილები უნდა ვიყოთ „დილასთან“ მატჩით იმდენად, რამდენადაც გავიმარჯვეთ, თან სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ და დამაჯერებლად ვითამაშეთ. კმაყოფილები ვართ და ვულოცავთ ჩვენს გულშემატკივარს. რა თქმა უნდა, ისინი გუნდს ეხმარებიან. ბათუმის სტადიონზე „დილასთან“ და საერთოდაც, სასწაული გარემოა“, – ამბობს გია გეგუჩაძე.