გია გეგუჩაძე - ყველა განიცდის „სლოვანთან“ მარცხს, საჭირო სიტყვების მოძებნა კი რთულია #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - ყველა განიცდის „სლოვანთან“ მარცხს, საჭირო სიტყვების მოძებნა კი რთულია #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამატებით დროში ბრატისლავასსლოვანთან“ წაგების (1:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და წაგების მიზეზებზე მოკლედ ისაუბრა.

„გულდაწყვეტილები ვართ. მატჩის მოსაგებად რესურსი და ძალა არ გვეყო. ჩვენი ძლიერი მხარე ბურთის კონტროლია, რაც ბოლოს ვეღარ შევძელით და თამაში, ძირითადად, ჩვენს ნახევარზე მიდიოდა. მხოლოდ კონტრშეტევებს ვცდილობდით.

არ ვფიქრობ, რომ ფლამარიონმა ცუდად ითამაშა. ის მეტოქის მცველების ყურადღებას იზიდავს და სხვა შემტევებს სივრცეებს უთავისუფლებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. აზაროვის და სხვების შეცვლა სიფრთხილით იყო გამოწვეული, მძიმე ტრავმები თავიდან რომ აგვეცილებინა.

თორნიკე გაფრინდაშვილი დღეს ვერანაირად ვერ ითამაშებდა. კობახიძეს რაც შეეხება, მისი სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელი დაგვაკლდა. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ჯერ არ იგეგმება ვინმეს დამატება, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ.

მიუხედავად წაგებისა, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ყველა განიცდის ამ მარცხს, საჭირო სიტყვების მოძებნა კი რთულია. მივეცი ფეხბურთელებს დასვენების დღე. ალბათ, მომხდარს ყველა გააანალიზებს. გამართლებით ძლიერებს უმართლებთ. მინდა, „სლოვანს“ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად წარმატება ვუსურვო – ახლა ყველა „სლოვანს” ვქომაგობთ“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონები ბრატისლავასსლოვანთან“ გასვლაზე 0:0-ის შემდეგ განმეორებით მატჩს 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლით იგებდდნენ, მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამ დრამატული მატჩის ბედის შეტრიალება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.