გია გეგუჩაძე - სასურველი შედეგის მისაღწევად სრული მობილიზება გვჭირდება #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - სასურველი შედეგის მისაღწევად სრული მობილიზება გვჭირდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ბორისოვოშია, სადაც „ბატესთან“ კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრას დღეს, 29 ივლისს გამართავს. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„პირველი მატჩი გავაანალიზეთ, ჩვენი მოსაზრებები ფეხბურთელებს გავუზიარეთ და მათიც მოვისმინეთ. შევთანხმდით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად, უპირველესად, 90 წუთი სრული მობილიზება გვჭირდება. პირველ მატჩში მეტოქეს ფიზიკური მომზადებით და მოძრაობით ნამდვილად არ ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, „ბატეს“ უფრო ათლეტური ფეხბურთელები ჰყავს, რაც მათი უპირატესობაა“, – ამბობს გია გეგუჩაძე.

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მასპინძლებისგან პასიურ თამაშს არ ელის.

„ჩვენ და „ბატე“ ორი განსხვავებული გუნდი ვართ. მასპინძლები შეეცდებიან, თამაში გააკონტროლონ. ჩვენ მიზანი კი საკუთარი თამაშის პოვნაა და თუკი ამას შევძლებთ, სასურველ შედეგთან ახლოს ვიქნებით“.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსის ვიცე-ჩემპიონები 29 ივლისს გამართავენ. მატჩი „ბორისოვო-არენაზე“ თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა „ბატემ“ 1:0 მოიგო. გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურპეტროკუბსა“ და თურქულ „სივასპორს“ შორის უძლიერესს შეხვდება.