გია გეგუჩაძე - „ლეხთან“ რთული მატჩი გველის #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - „ლეხთან“ რთული მატჩი გველის #1TVSPORT

„ბათუმის „დინამოს“ უცნაური პრესკონფერენცია“, – ასე აფასებს პოლონური გამოცემა sportowefakty პოზნანისლეხთანკონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის მედიასთან შეხვედრას.

„გია გეგუჩაძემ ძალიან ლაკონურად ისაუბრა „ლეხთან“ მატჩამდე. ბათუმის„დინამოს“ მწვრთნელის პრესკონფერენცია სამ წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. გია გეგუჩაძე სიტყვებში უკიდურესად ძუნწი იყო. რამდენიმე თავაზიანი ფრაზა და პასუხი მატჩის შესახებ კითხვებზე – ესაა მედიასთან შეხვედრის მოკლე შინაარსი მწვრთნელთან, რომელიც საქართველოს ჩემპიონს 2018 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს“, – წერს გამოცემა.

„რთული თამაში გვექნება, რადგან საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც და „ლეხმაც“ პირველ ეტაპზე მარცხი განვიცადეთ, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება. იქიდან გამომდინარე, რომ „ლეხი“ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და გუნდურადაც ძლიერად გამოიყურება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონატში მისთვის ბოლო პერიოდი კარგი იყო, მაგრამ გუნდს რეაბილიტაცია სურს. პლუს, ხვალ დიდი სიცხეა მოსალოდნელი და ძალიან რთული თამაში იქნება“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.

სინოპტიკოსები ხუთშაბათს ნაშუადღევს 35 გრადუს ცელსიუსს ვარაუდობენ. ვის უფრო მეტად აწუხებს ეს პირობები? გეგუჩაძემ ამ კითხვაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ხვალ ვნახავთ ყველაფერს, როგორ იქნება“.

ქართველ მწვრთნელს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა მეორე ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა პოზნანში გაირკვეს. აქ პასუხი იყო მოკლე და საკმაოდ კონკრეტული:

„არა მგონია, რომ გამარჯვებულის ბედი ხვალ გადაწყდეს. ალბათ, ეს ორი თამაშის ჯამში გაირკვევა. ჩვენ უნდა დაველოდოთ ორივე შეხვედრას“.

ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პოზნანისლეხსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის ხუთშაბათს, 20:00 საათზე დაიწყება.