გია გეგუჩაძე ელიგის წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
გია გეგუჩაძე ელიგის წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT

გია გეგუჩაძე საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელია – ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამაორჩია.

მესამე წრეში ბათუმის „დინამომ“ 9 მატჩი ჩაატარა – 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და არც ერთი არ წაუგია. მათ შორის ყველაზე მნშვნელოვანი „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისთან“ მოგება (1:2) იყო, ასევე დიდ ანგარიშით სძლია გუნდმა თბილისის „ლოკომოტივს“ (7:3).

სულ ამ 9 მატჩში გუნდმა 19 ქულა დააგროვა, ბევრიც გაიტანა (23 გოლი) და ლიდერი გუნდის კვალობაზე, ბევრიც გაუშვა (12). საშუალოდ, გუნდს თამაშში გაჰქონდა 2,5 გოლი და უშვებდა – 1,3 გოლს.

მესამე წრეში ბათუმის „დინამომ“ კონკურენტ „დინამო თბილისთან“ უპირატესობა გაზარდა და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენელი, ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური აღაირეს.