გია გეგუჩაძე - ბათუმის სტადიონის მშენებლობის ტემპი დაგეგმილ განრიგს 9 თვით ასწრებს
გია გეგუჩაძე - ბათუმის სტადიონის მშენებლობის ტემპი დაგეგმილ განრიგს 9 თვით ასწრებს

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გუდის ახალი სტადიონის მშენებლობის ტემპებით დაიმედებულია და პირველ არხთან აცხადებს, რომ მშენებლობა დაგეგმილ განრიგს ასწრებს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მალე დასრულდება და გუნდი საკუთარ სტადიონზე ითამაშებს. მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს. სტადიონის გახსნა 2020 წლისთვის იგეგმება, მაგრამ რაც ვიცი, მშენებლობი ისეთი მაღალი ტემპით მუშაობენ, დაგეგემილ განრიგს 9 თვით ასწრებენ. საქართველოში სტადიონების მწვავე დეფიციტია და ამ დროს, ქვეყანას ერთი მაღალი დონის არენა შეემეტება“ – ამბობს გეგუჩაძე.

მისი თქმით, სტადიონის აშენება ბათუმის „დინამოს“ ძალიან წაადგება: „ბათუმში ისეთი სტადიონი შენდება, არა მხოლოდ აჭარის, არამედ მთელი ქვეყნისთვის საამაყო სპორტული კომპლექსი იქნება. როდესაც გუნდს საკუთარი ბაზა და სტადიონიც გააჩნია, ეს საქართველოში დიდი ფუფუნებაა და ბათუმის „დინამო” სოლიდური კლუბი გახდება“, – ამბობს გეგუჩაძე.