გია გაჩეჩილაძე - სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა
სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია გაჩეჩილაძემ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ასპინძის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
დეპუტატის თმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
„ამიტომაც, ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს, გარდა იმისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, არ იქნება არცერთ მხარეზე. კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იქნება მისი სახელმძღვანელო და რომლის მიხედვითაც ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ადამიანთა შორის მეგობრობა და ა.შ.
ქალბატონი სალომე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გავიაროთ რთული პერიოდი და ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საყვარელი მოსახლეობა ფეხზე წამოდგეს და ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.