გია გაჩეჩილაძე - ბოლომდე ერთგული ვიქნები პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის, რომელიც არის შემოთავაზებული
გია გაჩეჩილაძე - ბოლომდე ერთგული ვიქნები პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის, რომელიც არის შემოთავაზებული

ბოლომდე ერთგული ვიქნები კანონპროექტის, რომელიც არის შემოთავაზებული, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ.

„ფაქტობრივად, არ დარჩა დეპუტატი, რომელმაც კითხვა არ დასვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მეც მინდოდა კითხვის დასმა, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს როგორ დავუსვა კითხვა.

ცოტა უცნაური ხომ არ არის ეს პროცესი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მე მაშინ ხელი რომ მოვაწერე ამ კანონპროექტს, მოვაწერე როგორც, არა ფრაქციის თავმჯდომარემ ან დეპუტატმა, მე მოვაწერე ხელი როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ამიტომ, ბუნებრივია, რომ ვერავითარ კითხვას მე ჩემს მიერვე ინიცირებულ კანონპროექტს ვერ დავუსვამ და ბუნებრივია, რომ ბოლომდე ერთგული ვიქნები იმ კანონპროექტის, რომელიც არის შემოთავაზებული“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.