გია ჟორჟოლიანი - არ უნდა ვიყოთ იმ ჯგუფის მძევლები, სადაც არიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები
გია ჟორჟოლიანი - არ უნდა ვიყოთ იმ ჯგუფის მძევლები, სადაც არიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები

არ უნდა ვიყოთ იმ ჯგუფის მძევლები, სადაც არიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო თემაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.

„ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის გარდა, სადაც არიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, პარლამენტში არის 28 დეპუტატი, რომელთაც შეუძლიათ, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმდნენ. მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, ასევე ყველა დეპუტატს, რომ არ ვიყოთ რომელიღაც ჯგუფის მძევლები, როდესაც არსებობს სხვა შესაძლებლობა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანის თქმით, დეპუტატებს, რომლებიც არ არიან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ევროპულ საქართველოში“, აქვთ შესაძლებლობა, გადაწყვეტილება მიიღონ.

„დღეს ბურთი არის „ოცნების“ მოედანზე. „ოცნება“ თუ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაელაპარაკება იმ 27 დეპუტატს და მეორე 27-ს არაფრად ჩააგდებს, მაშინ ეს იქნება „ოცნების“ პასუხისმგებლობა. თუ ქვეყნისთვის ეს უკეთესია, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ასევე, ძალიან არსებითად მიმაჩნია სტაბილურობისათვის, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ იყოს სამართლებრივი დევნა და სასამართლო გადაწყვეტილებები მიღებული პოლიტიკური ფიგურების მიმართ“, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

დატოვე კომენტარი