გია ცეცაძე - ერთა ლიგის მოგება უდიდესი მოვლენა იქნება
გია ცეცაძე - ერთა ლიგის მოგება უდიდესი მოვლენა იქნება
უეფას ოფისში გამართულმა ერთა ლიგის წილისყრის შედეგებმა გია ცეცაძე გაახარა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ქართული ფეხბურთისთვის ეს ისტორიული შანსია.
 
„ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან მატჩის მსგავსი მნიშვნელობის მატჩი საქართველოში დამოუკიდებლობის წლებში არ ჩაგვიტარებია. ფინალამდე მივედით და იმედია, ასეც იქნება. ერთა ლიგის ფინალში გასვლა და მოგება უდიდესი მოვლენა იქნება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია ცეცაძე.
უეფას ოფისში გამართულ წილისყრაზე ერთა ლიგის „დ“დივიზიონის ფინალური შეხვედრის მასპინზელი გაირკვა – ის საქართველოსა და ბელარუსის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ამჟამად, ევრო2020-ის ერთ საგზურს ერთმანეთს „დ“ ლიგის 4 საუკეთესო გუნდი ეცილება. „დ“ ლიგის პირველ ნახევარფინალში საქართველო ბელორუსს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წვულის მოგებულს საკუთარ მოედანზე მიიღებს.