საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლიხტენშტაინს ანგარიშით 4:0 სძლია, ბაქოს „დალგა არენაზე“ აზერბაიჯანიც დამაჯერებლად (0:3) დაამარცხა და ორ შეხვედრაში ექვსი ქულით მეორე შესარჩევ ჯგუფში გალიდერდა.
ცეცაძის აზრით, ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს:
„ლიხტენშტაინისა და აზერბაიჯანის გარდა, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები საფრანგეთი, შვეიცარია და სლოვაკეთი არიან. ილუზიებში არ ვართ – ფავორიტები ვართ არა ჩვენ, არამედ საფრანგეთი და შვეიცარია, მაგრამ გამოკვეთილი ფავორიტი უდავოდ საფრანგეთია. ჩვენს კონკურენტებად კი შვეიცარიასა და სლოვაკეთს მივიჩნევ. ბრძოლას ვაპირებთ, რადგან ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა, პროგრამა-მინიმუმი კი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 11 ოქტომბერს გამართავს – გიორგი ცეცაძის გაწვრთნილები შვეიცარიას ესტუმრებიან.