გია ბარამიძე - ვის შეუძლია, უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს, არავის, მხოლოდ ერთია, ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი და მიშა, ჩვენო ლიდერო, მთავარსარდალო, ქართველი ხალხი გიბრძანებს, არ მოკვდე
გია ბარამიძე - ვის შეუძლია, უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს, არავის, მხოლოდ ერთია, ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი და მიშა, ჩვენო ლიდერო, მთავარსარდალო, ქართველი ხალხი გიბრძანებს, არ მოკვდე

ვის შეუძლია, უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს, არავის, მხოლოდ ერთია, ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი და მიშა, ჩვენო ლიდერო, მთავარსარდალო, ქართველი ხალხი გიბრძანებს, არ მოკვდე, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე.

„ჩვენ ყველამ ერთად, ქართველმა ერმა უნდა მივმართოთ მიშას, რომ ის ვალდებულია, გადარჩეს, ის ვალდებულია, იცოცხლოს, ის ვალდებულია, ამ პუტინის ლეკვებს და ძაღლებს არ მისცეს საშუალება, რომ ის ნახონ გულწასული და ის ნახონ მკვდარი. მიშა სააკაშვილს არ აქვს უფლება, რომ ახლა მოკვდეს და როგორც მიშა სააკაშვილმა უბრძანა რომან შამათავას, ბატონო ოფიცერო, რომან, შეწყვიტე შიმშილობა და რომამ უპასუხა, არის, ბატონო პრეზიდენტო; მას არ ჰქონდა სხვა უფლება, ვის შეუძლია, უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს, არავის არ შეუძლია, მხოლოდ ერთია, ღმერთი ცაში და ქვემოთ საქართველოს ხალხი, ქართველი ხალხი და მიშა, შენ ხარ უმაღლესი მთავარსარდალი ამ ხალხის, რომელსაც უნდა გაუძღვე წინ ამ მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციაში გამარჯვებამდე. შენ არ გაქვს უფლება, მოკვდე, ჩემო ძმაო, ჩვენო ლიდერო, ჩვენო პრეზიდენტო, ჩვენო მთავარსარდალო, ქართველი ხალხი გიბრძანებს, არ მოკვდე და თუ საჭიროა, ამისთვის შიმშილობაც უმდა შეწყვიტო და ვალდებული ხარ, როგორც რომან შამათავამ გითხრა, არის, ბატონო პრეზიდენტო, ასე უთხრა ხალხს ამ ბრძანებაზე. ამიტომ, თუ ამას ეტყვის ქართველი ხალხი, ის ვალდებული იქნება, ასე გააკეთოს, მე არ მაქვს უფლება, თქვენი სახელით ვილაპარაკო, მაგრამ ხალხია პირველი და ხალხია მთავარი, ვისაც ნებისმიერი პოლიტიკოსი ემსახურება და ვისაც პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწე უნდა ემორჩილებოდეს. ამიტომ, ჩემო მიშა, მოისმინე ხალხის ხმა, მტრის ჯინაზე არ მოკვდე, იყავი ცოცხალი, იყავი გამარჯვებული, გაუძეხი ხალხს წინ და საქართველო გაიმარჯვებს აუცილებლად“, – განაცხადა გია ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

დატოვე კომენტარი