გია ბარამიძე - მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგანაც კი გასაკვირია გადაწყვეტილება, რომელიც მელიას საქმეზე ძალაში დარჩა
გია ბარამიძე - მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგანაც კი გასაკვირია გადაწყვეტილება, რომელიც მელიას საქმეზე ძალაში დარჩა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგანაც კი გასაკვირია გადაწყვეტილება, რომელიც ნიკა მელიას საქმეზე ძალაში დატოვა მოსამართლემ.

მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ ივანიშვილზე დაქვემდებარებული სასამართლოსგანაც კი გასაკვირი არის, რა გადაწყვეტილებაც დატოვა ძალაში მოსამართლემ. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქარველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება, საქართველოს პარლამენტის წევრს რაღაცნაირად შეიძლება შეეზღუდოს უფლებამოსილება. ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ არა მარტო უნდა აცნობოს პროკურატურას სახლიდან გასვლის შესახებ, არამედ ნებართვაც უნდა მიიღოს პროკურორებისგან, რომ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ეს თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. ნიკა მელიამაც თქვა, რომ აუცილებლად განახორციელებს თავის საპარლამენტო უფლებამოსილებას და არანაირ ნებართვას პროკურატურისგან ამის გამო არ ითხოვს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.