გია ამისულაშვილის სახელობის თასი დასრულდა - ტრადიციული დაპირისპირება თელაველებმა მოიგეს #1TVSPORT
გია ამისულაშვილის სახელობის თასი დასრულდა - ტრადიციული დაპირისპირება თელაველებმა მოიგეს #1TVSPORT

თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გუნდის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, გია ამისულაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა.

მთავარი პრიზისთვის 2009-2010 წლებში დაბადებული ბავშვები თამაშობდნენ. ტურნირი კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა და თელავის ორი გუნდის გარდა, გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლის წყაროს ბავშვთა გუნდები მონაწილეობდნენ.

მესამე ადგილი ყვარლის ბავშვთა გუნდმა დაიკავა, რომელმაც სიღნაღელი თანატოლები 3:1 დაამარცხა. ფინალში კლასიკური დაპირისპირება შედგა – თელაველები გურჯაანის გუნდს შეხვდნენ, 2:0 დაამარცხეს და თასის პირველი გამარჯვებულებიც გახდნენ.

კახეთის ფეხბურთის რეგიონულმა ფედერაციამ, ტურნირის ჩემპიონებისა და პრიზიორებთან ერთად ყველა მონაწილე სიმბოლური პრიზებით, ბურთებით, სხვადასხვა სუვენირებითა და ეკიპირებით დააჯილდოვა იყო ინდივიდუალური პრიზებიც და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბომბარდირი და მეკარე დაჯილდოვდნენ.

„ტურნირი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება და გაცილებით მასშტაბური იქნება, რაც პირველ რიგში ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის უფრო მეტად განვითარებას“, – განაცხადა კახეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონი გოჩა როსტომაშვილმა.

დატოვე კომენტარი