ღვინიაშვილის ვერცხლი ეკატერინბურგის „გრანდ სლემზე“ [ვიდეო]

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე ძიუდოს „გრანდ სლემზე“ ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი ფინალში დაძაბულ ბრძოლაში,დამატებით დროში,ჰოლანდიელ ვან ტ. ენდთან დამარცხდა. ბექამ პირველ წრეში რუსი კოსტოევი დაამარცხა, შემდეგ თურქ სპორტსმენს სძლია. მეოთხედფინალში ბექამ იაპონელი მეტოქე იპონით დაამარცხა და ასევე სუფთა გამარჯვება მოიპოვა ნახევარფინალში ბრაზილიელ ძიუდოისტთან.

საქართველოს ნაკრებმა ეკატერინბურგის „გრანდ სლემზე“, საერთო ჯამში ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მეასმე ადგილის მფლობელები ლუკა მაისურაძე და ბაგრატ ნინიაშვილი გახდნენ.