ღვინიაშვილის და ზაალიშვილის ბრინჯაოს მედლები ბუდაპეშტის გრან-პრიდან [ვიდეო]
ღვინიაშვილის და ზაალიშვილის ბრინჯაოს მედლები ბუდაპეშტის გრან-პრიდან [ვიდეო]

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე ქართველმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


საქართველოს კიდევ ერთი ბრინჯაო მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მოუტანა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა.

დღეს, ტურნირზე კიდევ სამმა ქართველმა იასპარეზა წარუმატებლად, ხოლო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90 კგ.) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბუდაპეშტის გრან-პრიზე 19 წლის ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. უნგრეთში დასრულებულ გრან-პრიზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.