ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90კგ) ასპარეზობდნენ. ღვინიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელ არტიომ ბუბარს ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს. ქართველის მეტოქე ესტონელი ან მონღოლი ძიუდოისტი იქნება.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი მეორე სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში გასასვლელად ბრაზილიელ გონსალვეშთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი ორი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია.

2022 წელს თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.