ღვინიაშვილი მეოთხედფინალშია - მაისურაძე პარიზის გრანდ სლემს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
ღვინიაშვილი მეოთხედფინალშია - მაისურაძე პარიზის გრანდ სლემს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი გამოდის, რომელთაგანაც კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) პირველი შეხვედრა მოიგო. ბექამ ფრანგ ენიელ კაროლის რამდენიმე წამში ულამაზესი გდებით სძლია.

 

სამწუხაროდ ტურნირს გამოეთიშა ამავე წონაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, რომელიც მასპინძელ სპორტსმენთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე გაიმართება.