ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი მეოთხედფინალში იჭიდავებენ (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი ჭიდაობს, საიდანაც ექვსივე მეორე წრეში ასპარეზობს.

ტურნირზე მეორე შეხვედრა უკვე ჩაატარა 90 კგ-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც იაპონელი სოიჩირო მუკაი დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ასევე წარმატებით ჩაატარა საკუთარი მეორე წრის შეხვედრა 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა, მან რუს ნიაზ ბილალოვს სძლია და ისიც მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.