ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის ფინალში იასპარეზებენ, ბექაური კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს (ვიდეო)
ღვინიაშვილი და ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის ფინალში იასპარეზებენ, ბექაური კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც სამ მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ოქროს მედლისთვის 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი და 100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებენ.

 

ბექა ფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვანტ ენდს შეხვდება, ლიპარტელიანი კი აზერნბაიჯანელ ძიუდოისტთან იბრძოლებს პირველობისთვის.

ბრინჯაოს მედლისთვის კი ახალგაზრდა ლაშა ბექაური იჭიდავებს.

სამწუხაროდ დოჰას ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა სამივე მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ფინალური ბლოკი 18.00 საათზე დაიწყება..