ღუდუშაური „დილას“ მეორე წრეში დაეხმარება #1TVSPORT
ღუდუშაური „დილას“ მეორე წრეში დაეხმარება #1TVSPORT

პაატა ღუდუშაური ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ გორის „დილას“ ვერ ეხმარება.

გორელთა ფლანგის თავდამსხმელმა 6 აპრილს, „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისის“ მცველ ალექსანდრე კალანდაძესთან ორთაბრძოლის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და აღმოჩნდა, რომ თამაშის გაგრძელებას ვერ მოახერხებდა.

საბედნიეროდ, „დილას“ 24 წლის თავდამსხმელის ტრავმა საშიში არ გამოდგა და ის მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია გორელთა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„როგორც ცნობილია, პაატა ღუდუშაურმა „დინამოს თბილისთან“ მიღებული ტრავმის გამო, მოედანი ნაადრევად პირველ ნახევარის მიწურულს დატოვა, მისი რეაბილიტაციის კურსი წარმატებით მიმდინარეობს და სავარაუდოდ იგი გუნდის განაცხადს მეორე წრის პირველ მატჩში „გაგრას“ წინააღმდეგ დაუბრუნდება“, – წერია „დილას“ განცხადებაში.

გორის „დილას“ ელიგის მე-10 ტურის შეხვედრას „გაგრასთან“ გამართავს. მეორე წრის პირველი შეხვედრა 29 აპრილს „ დინამო არენაზე“ ჩატარდება.