ღმერთი დაბრუნდა და თვალს გადევნებთ - იბრაჰიმოვიჩმა ფანებს მიმართა
ღმერთი დაბრუნდა და თვალს გადევნებთ - იბრაჰიმოვიჩმა ფანებს მიმართა

„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნების შემდეგ, ფანებს მიმართა. „ღმერთი დაბრუნდა და თვალს გადევნებთ“, – დაწერა შვედმა „ტვიტერში“.

იბრაჰიმოვიჩი შვედეთიდან მილანში 11 მაისს დაბრუნდა. ვარჯიშების განახლებამდე მან 14 დღე კარანტინში უნდა გაატაროს.

სამშობლოში 38 წლის ფორვარდი „ჰამარბიუს“ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა. ზლატანი ამ კლუბის თანამფლობელია.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.