„ღმერთი და მისი მოწაფეები“ - იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ვარჯიშები განაახლა
„ღმერთი და მისი მოწაფეები“ - იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ვარჯიშები განაახლა

„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშები განაახლა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, შვედმა ფორვარდმა საერთო ჯგუფთან ერთად იმუშავა.

„ღმერთი და მის მოწაფეები“ – ასეთი რეაგირება ჰქონდა თავის დაბრუნებაზე იბრაჰიმოვიჩს.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო 25 მაისს. მან გამოტოვა „იუვენტუსთან” მატჩი (0:0) იტალიის თასზე და „ლეჩესთან” მატჩი (4:1) სერია A-ში.

როგორც „გაძეტა დელო სპორტი” წერს, იბრაჰიმოვიჩი შეიძლება დაბრუნდეს „მილანის” განაცხადში 28-ე ტურის მატჩისთვის „რომას” წინააღმდეგ. შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.

ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა რვა მატჩი ჩაატარა „მილანის” შემადგენლობაში, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.