ღირდალაძე „სიონში“ გადავიდა
ღირდალაძე „სიონში“ გადავიდა

25 წლის თავდამსხმელმა ზურაბ ღირდალაძემ „სამტრედია“ დატოვა და კარიერას ბოლნისის „სიონში“ გააგრძელებს – ინფორმაციას „სიონის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ეროვნული ლიგა 2-ის განახლებამდე „სიონმა“ პირველი ტრანსფერი განახორციელა. ბოლნისური კლუბის ღირსებას 25 წლის თავდამსხმელი – ზურაბ ღირდალაძე დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის შრომითი ხელშეკრულება, დღეს გაფორმდა“, – წერია განცხადებაში.

ზურაბ ღირდალაძე „ვიტ ჯორჯიაში“ ასპარეზობდა, 2019 წლიდან „სამტრედიას“ შეუერთდა, სადაც ხუთი გოლის გატანა შეძლო. ის პანდემიის პერიოდში გამართული საქართველოს E ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახლავთ, სადაც „სამტრედიას“ წარმოადგენდა.

ეროვნული ლიგა 2 სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში განახლდება და ის ორ წრედ ჩატარდება. ბოლნისურმა გუნდმა, ჩემპიონატის შეწყვეტამდე, ორი ტური გამართა და ოთხი ქულა დააგროვა.