ღაზის სექტორში ისრაელის დაბომბვის შედეგად სამი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის დაბომბვის შედეგად სამი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა

ღაზის სექტორის სასაზღვრო ზონაში ისრაელის ავიაციის დაბომბვის შედეგად სამი პალესტინელი მოზარდი დაიღუპა.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 12-დან 14 წლამდეა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პალესტინელები უსაფრთხოების ღობესთან სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის დადებას აპირებდნენ. ისრაელ-ღაზის საზღვარზე ვითარება მიმდინარე წლის მარტიდან გამწვავდა, როდესაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში დაიწყეს.

ღაზის მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციებს სასაზღვრო ღობესთან მართავს. პალესტინელები ისრაელის მიერ კონტროლირებულ ზონაში შესვლას ცდილობენ და ღაზის სექტორის ბლოკადის მოხსნას ითხოვენ. მარტის შემდეგ დაპირისპირებას 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, 2 700-ზე მეტი კი დაშავდა.