ღაზასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ, გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა
ღაზასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ, გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

როგორც „ბიბისი“ წერს, გრიფიტსი არ დაეთანხმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რის შემდეგაც განაცხადა, რომ სამწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში გრიფიტსმა თქვა, რომ როლი, რომელსაც სამუშაოზე ასრულებდა, იყო მისი „ცხოვრების პრივილეგია“, თუმცა მას არ დაუსახელებია თანამდებობის დატოვების მიზეზი.