ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, იერუსალიმში აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, იერუსალიმში აქცია გაიმართა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე იერუსალიმში აქცია გაიმართა. დემონსტრაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა, რომელებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვდნენ მეტ ძალისხმევას მძევლების გათავისუფლების პროცესში.

ექვსი თვის წინ, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები ისრაელში  შეიჭრნენ. მოკლეს 1200 ადამიანი. შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს 253 მძევალი, მათ შორის ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. მათი ნაწილი ნოემბრის ბოლოს, ხანმოკლე ზავის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს.

მოლაპარაკებები ცეცხლის კიდევ ერთხელ შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ათეულობით მძევლის გათავისუფლებას გულისხმობს, ეგვიპტეში მიმდინარე კვირაში განახლდა.