ღაზას სექტორში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
ღაზას სექტორში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

ღაზას სექტორში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. გავრცელებული ცნობით, საზავო შეთანხმება ადგილობრივი დროით 11:30 საათზე შევა ძალაში.

შეთანხმება ასევე მოიცავს ეგვიპტის ვალდებულებას, რომ იმუშავებს ორი პალესტინელი პატიმრის, ბასემ ალ-საადისა და ხალილ ავავდეს გასათავისუფლებლად.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი ბასემ ალ საადი ქალაქ ჯენინში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ისრაელის პატიმრობაში იმყოფება ხალილ ავავდეც. საზავო შეთანხმებაზე ისრაელის ოფიციალური დასტური ჯერ არ გასაჯაროებულა.

დატოვე კომენტარი