ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 500-მდე სახლი დაზიანდა
ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 500-მდე სახლი დაზიანდა

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 500-მდე სახლი დაზიანდა. პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვებმა 30 სახლი მთლიანად გაანადგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო ოპერაცია არაბული ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტის გაშვების შემდეგ დაიწყეს. ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა და შვიდი ადამიანი დააზიანა. ინციდენტის შემდეგ ბუფერული ზონის მიმართულებით დამატებით ორი ქვეითი ბრიგადა გაიგზავნა.

რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ეგვიპტის შუამავლობით მოხდა.