ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელში სახლს დაეცა
ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელში სახლს დაეცა

ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ისრაელის გამოცემების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

დაბომბვა ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. არაბული ანკლავიდან რაკეტა ქვეყნის დედაქალაქ თელ ავივის ჩრდილოეთით, შარონის რეგიონში გაუშვეს.

დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაინგრა.

ისრაელში ამბობენ, რომ კონფლიქტის ისტორიაში აღნიშნულმა რაკეტამ სავარაუდოდ ყველაზე დიდ მანძილზე იფრინა. 2014 წლის ღაზას ომის დროს არაბული სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ყველაზე შორს თელ ავივამდე მიაღწია.