ღავთაძე-შოუ ფუტსალის პლეი ოფში - კსუ-ს ფინალისკენ გზა გაეხსნა, სტუდენტების მეკარემ თავისი კარიდან გაიტანა #1TVSPORT
ღავთაძე-შოუ ფუტსალის პლეი ოფში - კსუ-ს ფინალისკენ გზა გაეხსნა, სტუდენტების მეკარემ თავისი კარიდან გაიტანა #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგის გადამწყვეტი ეტაპის შეხვედრებს მასპინძლობს. ფუტსალის ლიგაში ფინალური პლეი ოფების პირველი მატჩები გაიმართა.

თსუ – თბილისი 2:0

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ „თბილისს“ დაუპირისპირდა, რომელიც დიდი ხანი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ბოლოსკენ პოზიციები დათმო და პლეი ოფის საგზური მხოლოდ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოიპოვა.

სერიის პირველი მატჩი თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა სულ 28 წამის დაწყებული იყო, როდესაც თსუ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ქურდაძემ ანგარიში გახსნა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი მურთაზ კაკაბაძემ „თბილისის“ კარი მეორედ აიღო და თსუ-მ 2:0 მოიგო.

თელასი – კსუ 4:9

ძალიან მოულოდნელად წარიმართა მოქმედი ვიცე-ჩემპიონის, ნაკრების საბაზო გუნდის, „თელასისა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) დაპირისპირება. პირველ ტაიმში კსუ 4:0 დაწინაურდა, საბოლოოდ კი 9:4 მოიგო. მატჩის გმირი რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, კსუ-ს 20 წლის მოთამაშე გიორგი ღავთაძე გახდა, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა (2, 7, 36, 36, 38), 1-1 გოლი ბექა ბექაურის (12), ნიკა მანგოშვილის (14), დავით ჯინჭარაძის და ლუკა ფარცვანიას (40) ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ჯინჭარაძე მეკარეა (ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული) და თავისი კარიდან გაიტანა. „თელასიდან“ კი თავი ამირან ცხომარიამ (15), ვახტანგ ჯვარაშვილმა (27), დავით ხეჩიკაშვილმა (30) და შოთა თოფურიამ (36) გამოიჩინეს.

დატოვე კომენტარი