გიგა ბოკერია - ჩემი განწყობაა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დემოკრატიული მანდატი არ მოუპოვებია
გიგა ბოკერია - ჩემი განწყობაა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დემოკრატიული მანდატი არ მოუპოვებია

ჩვენი ამოცანაა საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ატმოსფეროსა და საბოლოო ჯამში, არჩევნების გზით ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დემოკრატიული მანდატი არ მოუპოვებია

„ჩემი განწყობაა, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დემოკრატიული მანდატი არ მოუპოვებია. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. აღნიშნული კრიზისიდან გამოსავალი არის ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტიაა თანახმა, გარდა ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტული გუნდისა, რაზეც ისინი შიდა პოლიტიკურ-დემოკრატიული და გარე წნეხით უნდა ვაიძულოთ. ჩვენი ამოცანაა საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ატმოსფეროს და საბოლოო ჯამში არჩევნების გზით ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. ეს არის ერთადერთი გზაა”,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.