GFF Awards 2020 დაიწყო - ფუტსალში საუკეთესოდ ბობოხიძე და საიოტი აღიარეს
GFF Awards 2020 დაიწყო - ფუტსალში საუკეთესოდ ბობოხიძე და საიოტი აღიარეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2020 დაიწყო და პირველი გამარჯვებული გამოვლინდა. მიმდინარე წელს პანდემიისა და საკარანტინო რეგულაციების გამო, დაჯილდოება შეცვლილი ფორმატით, ონლაინ რეჟიმში იმართება.
2020 წლის საუკეთესოთა გამოვლენა ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენით დაიწყო და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებით დასრულდება.
2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელად დავით ბობოხიძე აღიარეს, რომლის გაწვრთნილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, თსუ-მ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ბოლო წლებში პირველად მოახერხა „ჯეორჯიანს თელასის“ დამარცხება.
საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი
დავით ბობოხიძე (თსუ)
ნომინანტები
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრები), ბესო ზოიძე (კპრფ, რუსეთი)
ცნობილი გახდა საუკეთესო მოთამაშეც – გამოკითხულებმა უპირატესობა ნაკრების ბრაზილიელ მოთამაშეს, სიმი საიოტს მიანიჭეს, რომელიც ჩვენი ნაკრების გარდა, რუსულ კლუბში გამოდის. საიოტი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა და ბევრი მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა.

2020 წლის საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე სიმი საიოტი

სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი)
ნომინანტები
არჩილ სებისკვერაძე (პეტროვი, ლატვია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი)
2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.