GFF AWARDS 2017-ის სრული სია
GFF AWARDS 2017-ის სრული სია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე – GFF AWARDS 2017  წლის საუკეთესოები გამოავლინეს.

რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36-მა მოთამაშემ, ჟურნალისტებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – საბა კვერკველია („ლოკომოტივი“, მოსკოვი, რუსეთი);

2017 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი);

2017 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი- გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია);

2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი;

2017 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი);

2017 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი –  ჯენერი ხორავა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს.

2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი – ირაკლი სიხარულიძე, რომელიც 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის „ლოკომოტივი“);

2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე – როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“);

2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველი –  ლაშა თოთაძე (თბილისის „დინამო“);

2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – გიორგი ხარაიშვილი (თბილისის „საბურთალო“);

2017 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი – კოტ დივუარელი ანტე გიმ („სამტრედია“);

2017 წლის სეზონის საუკეთესო გოლი – გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის „ტორპედო“);

2017 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი – კახაბერ ჩხეტიანი (ქუთაისის „ტორპედო“);

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი – დათა სიჭინავამ („რუსთავი“, 30 გოლი);

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – ვარლამ კილასონია („რუსთავი“).

GFF AWARDS 2017-ზე ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა:

მეკარე – როინ კვასხვაძე (“ტორპედო”);

მცველები –  გიორგი ქიმაძე (“ტორპედო”), ლაშა თოთაძე (“დინამო”), გიორგი რეხვიაშვილი (“ლოკომოტივი”), გიორგი მჭედლიშვილი (“სამტრედია”);

ნახევარმცველები – გიორგი ხარაიშვილი (“საბურთალო”), გიორგი კუხიანიძე (“ტორპედო”), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”), გრიგოლ დოლიძე (“ტორპედო”);

თავდამსხმელები – თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი სიხარულიძე (“ლოკომოტივი”);

ფენტეზის გამარჯვებულები 

პირველ ადგილზე გასულ გიორგი არჩვაძეს 3000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსან გაგი კირთაძეს – 2000, მესამე ადგილზე გასულ შალვა ჯანაშვილს კი – 1000.

საუკეთესო რესპოდენტები

დღევანდელ ღონისძიებაზე, ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორმა კომპანია GFM STUDIO-მ, რომელმაც მიმდინარე წელს ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლაციებს უზრუნველყოფდა, საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი და საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი დაასახელა. სპეციალური პრიზი მიიღეს ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა და თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციულად, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.

მასობრივ ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ თენგიზ კაცია და ავთო შენგელია, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის „ფეხბურთი სკოლებში“ აქტიურ მონაწილეობდნენ. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების 1000 საჯარო სკოლის ფიზმომზადების მასწავლებლები გადაამზადეს, რათა მათ სამომავლოდ, 1-2 კლასის მოსწავლეებს უფასო საფეხბურთო გაკვეთილები შესთავაზონ.

ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი სპორტულმა ჟურნალისტმა დავით ქლიბაძემ მიიღო, რომელიც ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, სპორტის პოპულარიზაციისათვის ათწლეულები მუშაობდა.

ქართული ფეხბურთის წინაშე გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის საპატიო ჯილდო ლეგენდარულ მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს გადაეცა. 2 იანვარს ლეგენდარულ საფეხბურთო მოღვაწეს 80 წელი შეუსრულდებოდა. დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო პრიზი მისმა ვაჟმა, ნოდარ ახალკაცმა უმცროსმა მიიღო.