გერვონტე დევისმა ლეო სანტა კრუზთან დაპირისპირება წლის ნოკაუტით მოიგო | კრივი [ვიდეო]
გერვონტე დევისმა ლეო სანტა კრუზთან დაპირისპირება წლის ნოკაუტით მოიგო | კრივი [ვიდეო]

მსუბუქწონოსანი მოკრივეები – ამერიკელი გერვონტე დევისი და მექსიკელი ლეო სანტა კრუზი „მსოფლიო კრივის ორგანიზაციის“ (WBO – World Boxing Organization) საჩემპიონო ქამრისთვის ერთმანეთს ტეხასში დაუპირისპირდნენ და ბრძოლა ბრუტალური ნოკაუტით დასრულდა.

დევისმა ყველას დაანახა, თუ რატომ უწოდებს მას ფლოიდ მეივეზერი თანამედროვეობის საუკეთესო მსუბუქწონოსანს, როდესაც მეექვსე რაუნდში სანტა კრუზს ეფექტური აპერკოტი მოარტყა და მეტოქე მძიმე ნოკაუტში გაუშვა. კომენტატორებმა დარტყმას „ლეტალური“ უწოდეს და ახსნეს, რომ მექსიკელმა მეტოქის მუშტი უბრალოდ ვერც კი დაინახა.

„ტანკმა“ (დევისის თიკუნი) შეინარჩუნა „მსოფლიო კრივის ასოციაციის“ (WBA) მსუბუქი წონის ქამარი და მოიპოვა WBO-ს სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული.

როგორც 25 წლის მოკრივემ, რომელიც უკვე ორი წონის ჩემპიონია, ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი აპირებს ორივე წონაში იბრძოლოს ყველა ქამრის გაერთიანებისთვის.